понедельник, 21 июня 2010 г.

პროექტი

ჩვენი  სკოლა თამბაქოს გარეშე.

მნიშვნელობა /აქტუალობა : თემა მეტად აქტუალურია, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობა ეწევა თამბაქოს, რომელიც მავნებელია მათი ჯანმთელობისათვის ,რომ თამბაქოს მოწევა იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს  ხშირია მწეველებში ფილტვის, ყელის სიმსივნე, უშვილობა,ზრდის შეჩერება. ყოველივე ამის ცოდნით მოსწავლეები გაიგებენ რომ უნდა მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და არ უნდა მოსწიონ თამბაქო

მიზნები და შედეგები: მოსწავლეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საკუთარი სკოლის განვითარებაში. მოახდინონ სკოლასი თამბაქოს მოხმარების რეალური აკრძალვა. ანტინიკოტინური ღონისძიებებისას ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ეკონომიური და სოც–კულტურული არგუმენტები. მოსწავლეები გაიგებენ , რომ მსოფლიოს სპეციალურად აქვს გამოყოფილი  საერთაშორისო დღე 31–მარტი თამბაქოს საწინააღმდეგო და 7–აპრილი ჯანმთელობის დაცვის. მოსწავლეთა უმრავლესობა უარს იტყვის თამბაქოს მოწევაზე. საზოგადოება მეტ ყურადღებას დაუთმობს მოსწავლეებში მავნე ჩვევების აღმოფხვრას.ჩაატარებენ აქციას –ერთი დღე თამბაქოს გარეშე.

შეფასების საგანი და პროცედურები : . დაკვირვებით დავადგენ, რომ  მოსწავლეებში დადებითად იმოქმედა  ამ პროექტზე მუშაობამ. გაეცნობიან სხვადასხვა ინფორმაციებს თამბაქოს მავნებლობაზე. დაკვირვების ობიექტად გამოიყენებენ მწეველ ადამიანს და გაანალიზებენ, იმსჯელებენ თამბაქოს მავნებლობაზე.

რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე წინასწარ : მოსწავლეებმა იციან რომ თამბაქოს  მოწევა მავნებელია.იგი იწვევს მრავალი სახის დაავადებებს.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: გამოვიყენებ პლაკატებს, შეხვდებიან ექიმს ,რომელიც ესაუბრება მოსწავლეებს თამბაქოს მავნებლობაზე, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ბიბლიოთეკაში მოიძიებენ საჭირო ლიტერატურას.  საძიებო სისტემა google.ge, საპრეზენტაციო პროგრამა MS PP

პროექტის მსვლელობა: დასახელებული თემებიდან სეარჩევენ ყველაზე აქტუალურს. შეიქმნება საპროექტო ჯგუფი, რომელიც მოიძიებენ სხვადასხვა ინფორმაციებს თამბაქოს მავნებლობაზე.გადანაწილდება მოვალეობები. 

I.აქტიობა–ექიმთან კონსულტაცია.

II.-აქტიობა–ბიბლიოთეკაში შესაძლო ლიტერატურის მოზიება.

III.-ინტერნეტში მასალის მოძიება.

გაიმართება თემის პრეზენტაცია.      

სასწავლო პროექტის მსვლელობის გეგმა.

პროექტის შეფასების რუბრიკა